ინგა გრიგოლია: მორჩა კინო, წადით სახლში…

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ახალი სეზონიდან გადაცემების: „რეაქცია“ და „იმედის კვირა“ შეწყვეტას ადასტურებს.
„მორჩა კინო, წადით სახლში – „რეაქცია“ და „იმედის კვირა“ დაიხურა“, – წერს „ფეისბუქში“ ინგა გრიგოლია.
ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა განცხადება, რომ დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს.
„საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედი“ დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების სეგმენტს.
ამის მიზეზია ჩვენი სურვილი შევცვალოდ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშავოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.
ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების შექმნაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები