პრემიერმა მართლმადიდებელ ხალხს მარიამობის დღესასწაული მიულოცა – ფოტოკოლაჟი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით ლიტურგიას დაესწრო. პრემიერმა მართლმადიდებელ ხალხს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
“მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ქართველ ხალხს და სრულიად საქართველოს.
დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ჩვენი ერი ყოველთვის გრძნობდა ღვთისმშობლის მფარველობას და სწორედ ამიტომაა, რომ საუკუნეების განმავლობაში სწორედ უფლის და ღვთისმშობლის შეწევნით უამრავი სირთულე და პრობლემა გადავლახეთ. მჯერა, რომ ჩვენს ერს შეუძლია, გაიმარჯვოს”, – განაცხადა პრემიერმა.
საღვთო ლიტურგიას სიონში, ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, მთავრობის სხვა წევრებიც დაესწრნენ.