სტოლტენბერგი: საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა რეგიონში

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის საიმედო პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით.
“საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა რეგიონში, რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თქვენს ერთგულებას, რომ იყოთ ევროატლანტიკური თანამეგობრობის ოჯახის წევრი, რომელსაც ზიარი ღირებულებები აქვს. ყველა ეს რეფორმა და ის წვლილი, რომელიც თქვენ შეგაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეხმარება საქართველოს, რათა საკუთარი თავი ნატო-ს წევრობისათვის მოამზადოს. ნატო ამ თვალსაზრისით ეხმარება საქართველოს მის ძალისხმევაში”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, საქართველო ეს არის ძალზე ძლიერი და საიმედო კონტრიბუტორი.
“ჩემი ვიზიტი კიდევ ერთხელ ასახავს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ საქართველო-ნატოს ურთიერთობებს, რომელიც კიდევ უფრო და უფრო მჭიდრო ხდება და ღრმავდება. უპირველეს ყოვლისა, საქართველო ეს არის ძალზე ძლიერი და საიმედო კონტრიბუტორი ჩვენი უსაფრთხოებისა. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ოპერაციებში ავღანეთში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ქართველ ხალხს ერთგულებისა და გაწეული მსხვერპლისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები