სტოლტენბერგი: ე.წ. “საზღვრის” გადმოწევაზე: რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო ვალდებულება

ნატოს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის ბოლო ქმედებები, ეს არის კიდევ ერთი დარღვევა რუსეთის მხრიდან საერთაშოირსო ვალდებულებისა, რომელიც აიღო რუსეთმა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება თქვენს ქვეყანაში. რუსეთის ბოლო ქმედებები, კერძოდ, როდესაც მათ გადმოწიეს ადმინისტრაციული საზღვრები საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ეს არის კიდევ ერთი დარღვევა რუსეთის მხრიდან საერთაშოირსო ვალდებულებისა, რომელიც აიღო რუსეთმა.

ალიანსის წევრები მუდმივად და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ტერიტორიულ მხარდაჭერს საერთაშოირსოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები