თავდაცვის სამინისტრო რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს

პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს, – განცხადებას ამის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს. შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ვერტმფრენები ეკუთვნის თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც საქართველოს ნებართვით მიფრინავდნენ აზერბაიჯანის მიმართულებით“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები