ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

2015 წლის 27 აგვისტოს კრწანისის ეროვნული საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაციის ცერემონია ჩატარდა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ნატოს სამოკავშირეო ცენტრის აღმნიშვნელი სპეციალური აბრა საზეიმო ვითარებაში გახსნეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

წვრთნისა და შეფასების ცენტრი არის ნატო-საქართველოს მორიგი წარმატებული ერთობლივი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას.

წვრთნისა და შეფასების ცენტრით სარგებლობას შეძლებენ არამარტო საქართველოსა და ალიანსის წევრი ქვეყნები, არამედ ცენტრი ღია იქნება ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისთვისაც.

ცენტრის ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ნატოს შტაბ-ბინის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ოფიცრები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

11875091_10152968284900899_4144597962246930647_o 11875177_10152968284765899_6333947936404031757_o 11879198_10152968284970899_3333402012165696604_o 11884626_10152968284890899_6729676723389295929_o 11891547_10152968284990899_6223517858659495064_o 11894563_10152968284905899_7334721351262552308_o 11947866_10152968285105899_3215610935689706078_o 11947978_10152968285175899_4485696473225508054_o 11952910_10152968284770899_1102744700183121427_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები