იენს სტოლტენბერგი: ნატო საქართველოს სერიოზულ მხარდაჭერას დაპირდა

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, გაერთიანებული წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის თვალსაზრისით ნატო -საქართველოს თანამშრომლობა დამატებით განვითარდება.
როგორც სტოლტენბერგმა ცენტრის გახსნისას განაცხადა, ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების დამხმარე იქნება, ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება მოკავშირეთა ძალების მომზადებისთვის.
“ცენტრი საქართველოსთვის დახმარების აღმომჩენი იქნება, რათა საქართველოს შეიარაღებული ძალები უფრო თამამედროვე, უფრო მაღალი ბრძოლისუნარიანობით იყოს აღჭურვილი, იმისთვის, რომ 21-ე საუკუნის გამოწვევებს დაუპირისპირდეს. ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების დამხმარე იქნება, ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება მოკავშირეთა ძალების მომზადებისთვის და გააუმჯობესებს თანამშრომლობას საქართველოსა და სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის. საქართველოსა და ნატოს სხვა პარტნიორ ქვეყნებს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ავღანურ მისიაში იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ითანამშრომლონ. მომავალში სხვა ღონისძიებებიდან გამომდინარე, თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმევდება, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ არსებობს, სანამ აღნიშნული ცენტრი სრული დატვირთვით ამუშავდება”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, ქართული და ალიანსის პერსონალი ერთად იმუშავებენ იმისთვის, რომ ერთობლივი წვლილი შეიტანონ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში.
“ცენტრი არ არის მხოლოდ შენობა და მხოლოდ ოფისები. მასში შედის პოლიგონები, სხვადასხვა ობიექტები მთელი საქართველოს მასშტაბით. ქართული და ალიანსის პერსონალი ერთად იმუშავებენ იმისთვის, რომ ერთობლივი წვლილი შეიტანონ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. გასულ სექტემბერს, ნატოს ლიდერები და საქართველოს ხელმძღვანელობა მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აღნიშნული ცენტრი უნდა დაარსებულიყო. ჩვენ ეს ვალდებულება ვადებში შევასრულეთ. ნატო საქართველოს დაპირდა სერიოზულ მხარდაჭერას რათა სტიმული მისცეს საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმებს. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი ნაბიჯია ამ დაპირების შესრულების საკითხში”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები