გიორგი მარგველაშვილმა მთავრობას დღევანდელი დღისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ახალი სასწავლო ცენტრის წარმატებით გახსნისთვის ნატო-ს დელეგაციას, ასევე საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, ახალი სასწავლო ცენტრი ჯარიკაცების უნარებს კიდევ უფრო დახვეწს.
„მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა გენერალურ მდივანს და მთელ დელეგაციას იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან და იზიარებენ ჩვენს წარმატებას. მინდა, მადლობა ვუთხრა, საქართველოს მთავრობას, ამ დღის ეფექტურად მიღწევისათვის. მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს პარლამენტს. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა იმ დელეგაციებს, რომლებმაც ერთი წლის წინ, ეს მნიშვნელოვანი პაკეტი უელსიდან წამოიღო. მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, იმიტომ რომ თქვენი სისხლის, თქვენი ოფლის ფასად მოიტანეთ ეს დღე. დღეს, თქვენთან ერთად ამაყად დგანან ის გმირები, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ. დღეს თქვენთან ერთად ამაყად დგანან ის მომავალი ჯარისკაცები, ჩვენი ქვეყნისა, ვინც ჩვენს ოჯახებში იზრდება.
დღეს, ჩვენ ამაყად ვდგავართ საქართველოს მიწაზე, რადგან ვაძლიერებთ ჩვენ თავდაცვისუნარიანობას, ვაძლიერებთ იმ ღირებულებების დაცვას, რისთვისაც ყოველთვის ვიბრძოდით.
ჩვენი ახალი სასწავლო ცენტრი, კიდევ უფრო დახვეწს თქვენ უნარებს, დახვეწს თქვენი პარტნიორების და თქვენი მეგობრების უნარებს, უნარებს, რომელსაც თქვენ გამოიყენებთ მხოლოდ ერთისთვის, რომ დაიცვათ თავისუფლება და ის ღირებულებები რის ირგვლივაც ჩვენ გაერთიანებულები ვართ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ეროვნული სასწავლო ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა.
ცენტრი ოფიციალურად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები