„ჩემმა ახლო მეგობარმა ხიდაშელ – უსუფაშვილზე საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა”

 “საქართველო და მსოფლიოს“ მიერ დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის შესახებ 2012 წლის ზაფხულში გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით -“ბონი და კლაიდი „რულავენ“, პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან მამალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.
ყოფილ გუბერნატორს სტატიიდან ციტატები მოჰყავს და შეფასებას აკეთებს.
“ჩემმა ახლო მეგობარმა ხიდაშელ – უსუსფაშვილზე საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა. “რა იცი, რა ხდება, იქნებ მიშა მობრუნდესო”… სახელოვანი ცოლ-ქმარი სააკაშვილს მოსალოცსაც უგზავნიან და გოჭ-ინდაურსაც… სტატია საახალწლო იუმორისტული სტილით არის დაწერილი. განსაკუთრებით ამ ფრაზაზე ვიხალისე: 1989 წელსაც და 1991-შიც, ქვეყანა რომ დაიქცა და მერე სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, ბონიმაც და კლაიდმაც შესაშური ალღო გამოიჩინეს: კლაიდი 9 აპრილის მეორე დღეს კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა, ხოლო ბონიმ ზვიად გამსახურდიას მომხრე სტუდენტური მოძრაობიდან პირდაპირ შევარდნაძის ბანაკში ამოყო თავი. თვითმხილველები ბონიზე ამბობენ: „გამოირჩეოდა პერსპექტიულ და ენერგიულ სტუდენტებთან დაახლოებისა და დამეგობრების უნარით, ანუ ცდილობდა, სწორად შეერჩია სამეგობრო წრე“,- წერს ლევან მამალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები