მიხეილ სააკაშვილი: ჩემს დარჩენას საქართველოში შეიძლებოდა ახალი სამოქალაქო ომი მოჰყოლოდა

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა “ნოვაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მისი დარჩენა შესაძლებელი იყო, მაგრამ მისივე თქმით. ამას შეეძლო ახალი სამოქალაქო ომი გამოეწვია.

„ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობამ ჩემგან ცოტა ხანი მაინც უნდა დაისვენოს“, – განუცხადა სააკაშვილმა „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტს დიმიტრი ბიკოვს.

მან ასევე დაამატა, რომ სერიოზული რეფორმების ჩატარება კონფლიქტის გარეშე შეუძლებელია.

დიმიტრი ბიკოვი: ალბათ მაინც ვერ იტყვით, რომ თქვენ საქართველოში ყველაფერი გამოგივიდათ. რადგან ბევრი ადამიანი, მათ შორის საკუთარი გუნდის წევრები მტრებად აქციეთ, გაჩნდა კონფლიქტი ყოფილ პრეზიდენტს და ინტელიგენციას შორის…

მიხეილ სააკაშვილ: რაც შეეხება ინტელიგენციას, იცით რატომ ვეჩხუბე, მაგალითად, რობერტ სტურუას?

დიმიტრი ბიკოვი: მან განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სომეხი არ უნდა იყოს.

მიხეილ სააკაშვილი: ეს მან მოგვიანებით განაცხადა. პირველი კონფლიქტი კი იმის გამო გაჩნდა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის მისი მეგობრის შვილი დააკავეს. სტურუამ დაურეკა შს მინისტრს და უთხრა – ის კარგი ბიჭია, გაუშვით რა. მას კი უპასუხეს – ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ჩვენ კანონით მოვიქცევით. საბჭოთა ინტელიგენცია მეგობრულ-მაფიოზური კანონებით ცხოვრებას შეეჩვია. ეს კი დღეს აღარ მუშაობს. ოდესაში მე ერთ-ერთმა საეკლესიო პირმა პორტის მაღალი თანამდებობის პირზე რაღაცა მთხოვა. მე ამ პირს დიდი ხანია ეჭვის თვალით ვუყურებდი, ამის შემდეგ კი უმალვე გადავაყენე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები