პალესტინელებმა ხმელთაშუა ზღვაში ისრაელის ჯაშუში დელფინი დააკავეს
პალესტინის მოძრაობა „ჰამასის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღაზას სექტორის სიახლოვეს, ხმელთაშუა ზღვაში მათ დელფინი დააკავეს, რომელიც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა. „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, პალესტინელებმა შენიშნეს, რომ დელფინი წყალში „საეჭვოდ მანევრირებდა“. დელფინის დაკავების შემდეგ მასზე ვიდეოკამერა და თვალთვალის სხვა საშუალებები აღმოაჩინეს.
ამის გარდა, The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, მზვერავ დელფინზე დამაგრებული იყო სპეციალური საშუალება, რომელიც მცირე ზომის ისრებით ისროდა. სავარუდოდ, თვალთვალის მიზანი „ჰამასის“ საზღვაო სპეცრაზმის წვრთნებზე დაკვირვება იყო.