“ქართველთა მსოფლიო ცენტრი"

      როგორც ,,კვირისთვის“ გახდა ცნობილი, საერთაშორისო არასამთავრობო, ჰუმანიტარული -საქველმოქმედო ოგანიზაციის “მომავალს” ეგიდით მუშავდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში “ქართველთა მსოფლიო ცენტრის” დაფუძნებას, “მსოფლიო ქართველთა ვებპორტალის, ქართველთა მსოფლიო სოციალური ქსელის შექმნასა და “საქართველოს განვითარებისა და ქართველთა მსოფლიო ფონდის” დაარსება.
საერთაშორისო არასამთავრობო, ჰუმანიტარულ-საქველმოქმედო ორგანიზაციის “მომავალს” დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა პროექტის – “ქართველთა მსოფლიო ცენტრის” ავტორმა ზაურ გოგიტიძემ ,,კვირას“ აცნობა: – ბათუმში ქართველთა მსოფლიო ცენტრი ითვალისწინებს – ქართველთა შეხვედრა-კონგრესებს, სამეცნიერ-კვლევით, კულტურულ-საგანმანათლებლო, ეკონომიკურ-საინვესტიციო საქმიანობას, მუზეუმ-კომპლექსის დაფუძნებას, სადაც წარმოდგენილი იქნება: „ემიგრაციისა და მუჰაჯირ ქართველთა“ დიპლომატიურ ურთიერთობათა, ტურიზმის, სავაჭრო-სამრეწველო – ბიზნეს ურთიერთობათა, ქართული დიასპორის, რეპრესირებულთა, მსოფლიო ომების მუზეუმების კომპლექსურად შექმნა. ვთვლით, რომ მსოფლიოში გაფანტული ქართული გენი, სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველი საჭიროებს სამშობლოსა და ქართველობასთან დაახლოებას. ასიმილაციის თავიდან ასაცილებლად და ურთიერთობების დასამყარებლად ქართველთა სწორედ ასეთი გამაერთიანებელი ორგანიზაციის და ცენტრის შექმნაა აუცილებელი. ცენტრის მიზანი იქნება, ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისა და იმ ქვეყანაში მცხოვრები სხვა ერისა და ეროვნების ადამიანთა ურთიერთთანაარსებობას და მის ინტეგრაციას ქართულ სახელმწიფოში, რაც გახდება საწინდარი ქართული სახელმწიფოს გაძლიერების, ეკონომიკურ -საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, კულტურულ-საგანმანათლებლო, სოციალური მიმართულებების ღონისძიებების განვითარებისა და ხელშეწყობისათვის.
“ქართველთა მსოფლიო ცენტრი” ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს და საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს, რათა გააძლირდეს ქართული დიასპორები და სათვისტომოები.

http://www.kartveli.net/ www.kartveli.net

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები