''ქორული'' საბერძნეთის საერთაშორისო ფესტივალზე
წეროვანის დევნილთა დასახლებაში მე-3 საჯარო სკოლასთან არსებული ანსამბლი „ქორული“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 14-19 მაისს საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში ფოლკლორული ანსამბლების საერთაშორისო ფესტივალზე წარდგება.
ახალგორიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა ბავშვთა ანსამბლმა „ქორულმა“ სხვადასხვა ფესტივალზე არაერთი გამარჯვება მოიპოვა. 2013 წელს, სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლის 60 მონაწილე გაემგზავრა ბულგარეთის რესპუბლიკაში ნესებრის მსოფლიო ფესტივალზე – „ნესებრის ვარსკვლავთცვენა“, სადაც თავი ისახელეს და პრიზებით დაბრუნდნენ.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროგრამის „ქართული სეზონის“ ფარგლებში და ინიცირებულია „ქართული ფოლკლორისა და ტურიზმის განვითარების კავშირის „კოლხიდას“ მიერ.