საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბორჯომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო.
უწმინდესმა, ნათლული, პრემიერის უმცროსი შვილი, გაბრიელი მოიკითხა და მთავრობის მეთაური დალოცა.
პრემიერი ბორჯომში ტიმოთესუბნის 800 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფება.
უწმინდესი ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო პარაკლისს გადაიხდის, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრება.