ფერეიდნელი საიდ მულიანი 300 ქართველს ასწავლის ქართულს
ფერეიდნელი ქართველი საიდ მულიანი, რომლის ინიციატივითაც ირანში ქართული სკოლები გაიხსნა, ფეისბუქზე აქვეყნებს ინფორმაციას:
,,ამჟამად ბედნიერება მაქვს, ვიამაყო, მთელი სულით და გულით, რომ ვასწავლი 300 ქართველს ქართულს, თავის მშობლიურ ენას. უფალო, მადლობა, რომ გამხადე ასეთი ბედნიერი.”
მისივე ცნობით, ისპაჰანის ქართულ სკოლაში ორმა ჯგუფმა წარმატებით დაამთავრა პირველი სემესტრი, რაც ქართულად წერა–კითხვის შესწავლას ითვალისწინებდა. მალე ამ ჯგუფებს 6 კლასი დაემატება, სადაც დაახლოებით 200 მოსწავლე ისწავლის. ქალაქ ფულადშაჰრშიკში 2 კლასია გახსნილი. ქართული სკოლის დამაარსებელი საიდ მულიანი ამ ეტაპზე ქართულ ენას დაახლოებით 300 ქართველს ასწავლის.