პრემიერი დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

დიდგორი ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, თავისუფლების, ქართველი ხალხის ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა,- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდგორობის დღესასწაულის სტუმრებს.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგო სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გასწირეს.
“ერი თავის გმირებში პოულობს თავის სულსა და გულს, თავის მწვრთნელს, თავის ღონეს და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს, – ბრძანა დიდმა ილიამ. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დიდგორი ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული მყარი საფუძველია, რომელზეც მტკიცე და წარმატებული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ჩვენ, დავით აღმაშენებლის მებრძოლების შთამომავლებს, შეუპოვრობა და თავდადება გვმართებს. მეგობრებო, ჩვენი დიდგორი გრძელდება, და ჩვენ ვალდებულნი ვართ, თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ საქართველოს მთლიანობისთვის, ჩვენი სამშობლოს ბედნიერი მომავლისთვის”,- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანია, სწორი პოლიტიკითა და სტრატეგიით გააერთიანოს და ფეხზე დააყენოს საქართველო, ააშენოს ძლიერი, 21-ე საუკუნის ევროპული სახელმწიფო.
“ჩვენ შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ჩვენი ერთიანობით და შრომით გავაძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს!”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. დიდგორბის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით გასულ წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო – ,,დიდგორის ჯვრის ორდენი“, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ. წელს ორდენით მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, კაპრალი ნიკა კილანავა და კაპრალი გიორგი ცხვედიანი დაჯილდოვდნენ. სახელმწიფო ჯილდოები მათ პრემიერმა გადასცა. დიდგორობის დღესასწაულს მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.

11035307_897788756978868_575537212803884645_n

11049538_897788623645548_7039807616870903899_n

11219707_897788883645522_8021748429573236765_n

11825042_897788876978856_6521811350548282636_n

11825667_897788763645534_1918310767821188235_n

11845100_897788616978882_6204467036344685610_o

11855853_897788840312193_7084610327961973353_n

11866206_897788936978850_5301457969947598420_n

11875252_897788620312215_5102098528714527414_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები