ბორჯომში, წიწვოვან ტყეებში ხანძარი ლოკალიზებულია – ფოტოკოლაჟი
ბორჯომის სოფელ დვირის წიწვოვან ტყეებში მეხანძრეებმა ხანძარის ლოკალიზება შეძლეს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვერტმფრენი. მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ასევე 150 ადგილობრივი და თბილისიდან ჩასული მეხანძრე იყო ჩართული. ხანძარის დასახლებულ პუნქტებში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ცეცხლი ტყის მასივში გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.