ხვალ „საქართველოს სპორტის საზოგადოება“ ფეხბურთის ფედერაციასთან აქციას გამართავს

ხვალ, 12:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სპორტის საზოგადოება“ ფეხბურთის ფედერაციასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სპორტის საზოგადოება“ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის ზვიად სიჭინავას და გენერალური მდივნის რევაზ არველაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ორგანიზაციის წევრები საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებენ, ფედერაციაში არსებული დარღვევებით დაინტერესდნენ და შესაძლო კორუფციული სქემები შეისწავლონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები