ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, აზიმ სადიკოვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ეკონომიკურ საკითხებსა და საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონზე ისაუბრეს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება საქართველოსადმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას აფასებს.
შეხვედრაზე საუბარი შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებსაც შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები