დავით საყვარელიძესთან დაპირისპირებული პროკურორი თანამდებობიდან გადადგა

უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ვლადიმერ გუზირი თანამდებობიდან გადადგა. გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა მისი განცხადება უკვე დააკმაყოფილა. გადადგომის შესახებ გუზირმა კიევში ჟურნალისტებს განუცხადა.
უკრაინის გენპროკურორის პირველ მოადგილედ იური სევრუკი დანიშნა, რომელიც მანამდე გენერალური პროკურატურის სისხლის სამართლის საქმეების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილეებმა დავით საყვარელიძემ და ვიტალი კასკომ პროკურორის ორ მოადგილესთან – ვლადიმერ გუზირთან და იური სტოლარჩუკთან კონფლიქტის შესახებ განაცხადეს. საყვარელიძის თქმით, სწორედ გუზირი და სტოლარჩუკი ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილი პროკურატურის მაღალჩინოსნების ვლადიმერ შაპაკინის და ალექსანდრე კორნიეცის წინააღმდეგ გამოძიებას ხელს უშლიან. მათ შაპაკინის და კორნიეცის დაკავების ოპერაციაში მონაწილე პირთა, მათ შორის დავით საყვარელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ორჯერ აღძრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები