შვედეთის სანაპიროსთან რუსული წყალქვეშა ნავია აღმოჩენილი
შვედმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ჩაძირული რუსული წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს. წყალქვეშა ნავის ძებნის ოპერაცია ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შვედი დაივერები, რომლებმაც წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს, ამბობენ, რომ მას რუსული წარწერა აქვს და ნავის მფლობელი ქვეყნის დადგენა სწორედ ამით მოხდა.
როგორც კომპანია Ocean X Team -ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომლებმაც წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს, ხომალდს დაზიანება არ აღენიშნება და ყველა ლუქი დახურული ჰქონდა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, წყალქვეშა ნავი სიგრძეში 20 მეტრს შეადგენს და ის შვედეთის სანაპიროდან 1,5 მილის მოშორებით იყო აღმოჩენილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ შვედეთის ფლოტში განგაში გამოცხადდა, რადგანაც სამხედროებმა ქვეყნის სანაპიროსთან რუსული წყალქვეშა ნავის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. არის თუ არა ეს ის წყალქვეშა ნავი, რომელსაც შვედები 9 თვის მანძილზე ეძებდნენ, ჯერჯერობით უცნობია.