თემურ ხაჩიშვილი: საქართველომ აუცილებლად უნდა დაიწყოს რუსეთთან დიალოგი

საქართველომ აუცილებლად უნდა დაიწყოს რუსეთთან დიალოგი და მომავალში, დიალოგის რეჟიმში, გადავიდეთ არა მხოლოდ მეგობრულ, არამედ პარტნიორულ ურთიერთობაზე, – ამის შესახებ საქართველოს შს ყოფილმა მინისტრმა თემურ ხაჩიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, იმაზე ოცნება, რომ ტერიტორიებს ნატო დაგვიბრუნებს, სრული აბსურდია.
„ღარიბაშვილმა უნდა გაიაროს გზა თბილისიდან მოსკოვამდე, ყოელგვარი მეგზურებისა და შუამავლების გარეშე! ამ ახალგაზრდა კაცმა, ფაქტობრივად, მარტომ, გასაკვირი სითამამით უთხრა ამერიკას უარი იმაზე, რის დანერგვასაც მთელ მსოფლიოში აპირებს, და მან უნდა იცოდეს, რომ მარტო არ არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გვერდით დგას მოსახლეობის უმრავლესობა, გარდა იმ მცირერიცხოვანი გუნდისა, რომელიც დღემდე ავანტიურისტი სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობს. ამიტომ ღარიბაშვილს შეუძლია, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინაშე ეს მეორე გამოცდაც წარმატებით ჩააბაროს! არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ტანდემშია იმ ადამიანებთან, ვინც სასაზღვრო ბანერი გადმოსწია. მათ აწყობთ საქართველოში დესტაბილიზაცია და ყველგან ჩნდებიან, სადაც ამის შესაძლებლობა ეძლევათ, თუნდაც, ფეხბურთის მატჩებზე! სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ 90-იანი წლები დამთავრდა, რომ მსოფლიოში შეიქმნა არანაკლებ ძლიერი ცენტრი და ამ ორ ცენტრს შორის სამხედრო დაპირისპირება არასოდეს მოხდება! აქედან გამომდიანარე, იმაზე ოცნება, რომ ტერიტორიებს ნატო დაგვიბრუნებს, სრული აბსურდია!“ – აცხადებს თემურ ხაჩიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები