ირაკლი ღარიბაშვილმა საჩოგბურთო ბაზა გახსნა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მზიურის“ ტერიტორიაზე ევროპული სტანდარტების შესაბამისი კორტები გახსნა.
საჩოგბურთო ბაზა უმაღლესი დონის 9 ღია და 2 დახურულ ჩოგბურთის კორტს მოიცავს. პროექტის ჯამური ღირებულება 6,5 მილიონი ლარია.
მთავრობის მეთაურმა ქართველ ჩოგბურთელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორტების გახსნა მიულოცა.
„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ქართველ ჩოგბურთელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორტები ექნებათ. აქ ბევრი წარმატებული ჩოგბურთელი გაიზრდება. ჩვენ უკვე გვყავს სახელოვანი ჩოგბურთელები; სულ რამდენიმე კვირის წინ, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ასეთი ბაზა კი მათთვის წამახალისებელი და დამატებითი სტიმულის მიმცემია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საჩოგბურთო კომპლექსს შესაძლებლობა ექნება, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ, ეროვნულის გარდა, საერთაშორისო დონის A კლასის ტურნირებსაც უმასპინძლოს.

10981353_888173944607016_7064019752805063778_n

11041297_888173657940378_248092553697414008_n

11695790_888173931273684_9038609455689363216_n

11703186_888173961273681_4103636688074108010_n

11737915_888173651273712_6912343246900292918_n

11755802_888173751273702_5625601707920885378_n (1)

11781603_888173777940366_7262795283176903163_n

11781687_888173654607045_2930823757823703943_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები