დიდ ბრიტანეთში ყურანის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

დიდი ბრიტანეთის ბირმინგემის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული ყურანის ხელნაწერები მსოფლიოში ამ წიგნის უძველესი ფრაგმენტებია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
რადიოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ხელნაწერი 1370 წლის არის. მეცნიერების აზრით, ადამიანი, რომელმაც ეს ხელნაწერი შეადგინა, თეორიულად შეიძლება შეხვედროდა წინასწარმეტყველ მუჰამედს, ან დასწრებოდა მის ქადაგებას.
ბირმინგემის უნივერსიტეტს ეს ხელნაწერები სხვა დოკუმენტებთან ერთად ერაყელმა ისტორიკოსმა ალფონს მინგანმა 1920-იან წლებში გადასცა. ხელნაწერი თითქმის ასი წელი შეუმჩნეველი იყო მეცნიერებისთვის, ვიდრე ერთ-ერთმა ასპირანტმა მისი რადიოლოგიური ანალიზის ჩატარება არ გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები