ჰერეთი ახალ რადიოს სახელწოდებით “თბილისი” გაუშვებს

სავარაუდოდ, სექტემბრის თვიდან, ტალღაზე FM93.5 სამაუწყებლო კომპანია”ჰერეთის” გუნდი თბილისში ახალ რადიოს სახელწოდებით – “თბილისი” გაუშვებს, – ამის შესახებ რადიოსადგურის მფლობელმა რამაზ სამხარაძემ რადიო “თავისუფლების” პირდაპირ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
“ჰერეთი” და “თბილისი” კოოპერირებულად იმუშავებს განსხვავებული ბაზრისთვის, განსხვავებული კონტენტით, თუმცა ძველი და ახალი სახით, ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკით და მენეჯმენტით.
შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” დაფარვის არეალი კი 3 მილიონ პოტენციურ მსმენელამდე გაიზრდება. Fm 93.5-ზე ახალი რადიოს “თბილისი” გადაცემები გავრცელდება თბილისში, მის შემოგარენში, ქალაქებში რუსთავსა და მცხეთაში.
“თბილისი” საძიებო სისტემაში FM-ზე პირველი იქნება. რადიოს ერთ-ერთი სლოგანია – რადიო იწყება ჩვენით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები