„წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო – გამშვები პუნქტის “წითელი ხიდის” მებაჟე ოფიცრებმა 5269,46 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.
უკრაინის მოქალაქე ა.კ.-ის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, მათ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ოქროს ბეჭედი – 7 ცალი, ოქროს სამაჯური – 6 ცალი, ოქროს კულონი – 4 ცალი და სხვ. აღმოაჩინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5269,46 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები