იტალიურ ეზოებში ასფალტი დაიგო

დიდუბის რაიონში, 14 მისამართზე იტალიური ეზოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა.
ასფალტის საფარის მოწყობამდე მოიხსნა ასფალტის ძველი, დაზიანებული საფარი და 4229.4 კვადრატულ მეტრ ფართობზე 5-სანტიმეტრიანი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო.
აღნიშნული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებულმა შპს „საგზაო კომპანიამ“ 115 532.10 ლარის ღირებულების ფარგლებში შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები