საცხოვრებელი სახლის ეზო სამშენებლო ნარჩენებისაგან დასუფთავდა
„თბილსერვის ჯგუფმა“ საბურთალოს მუნიციპალიტეტის რაიონში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.
დასუფთავდა ეზო, რომელიც მოსახლეობის მიერ წლების განმავლობაში თვითნებურად დაყრილი და დაგროვილი სამშენებლო ნარჩენებისაგან მთლიანად გაიწმინდება.
აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო ნარჩენებისაგან ეზოს დასუფთავებას თბილისის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას წინა საარჩევნო პერიოდში დაჰპირდა. ადგილზე იმყოფებოდა „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკური დირექტორი დავით დოლიძე, რომელიც მოსახლეობას გაესაუბრა და დასუფთავების აქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს და მიმდებარე ტერიტორიას ეტაპობრივად დაასუფთავებს, აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობიდან გამომდინარე სპეცტექნიკის დახმარებით ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების თვითნებურად დაყრისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან „ნარჩენების მართვის“- კოდექსის შესაბამისად.