ლაშა თორდია გერმანული უმაღლესი აუდიტორული ორგანოს პრეზიდენტს, კაი შელლერს შეხვდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორი ლაშა თორდია გერმანული უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (Bundesrechnungshof) პრეზიდენტს, კაი შელლერს შეხვდა. როგორც „კვირას“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ( BRH) თანამშრომლობა, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. ამჟამად ექსპერტები გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის „საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ პროექტის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანო (BRH) არის ასევე TWINNING-ის პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ორგანიზაცია. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე გაიმართება “საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ (GIZ)-ის პროექტის ფარგლებში. სამუშაო შეხვედრების განმავლობაში, პრეზიდენტ კაი შელლერთან ერთად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ესტუმრებიან – გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (BRH) – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, არნე შტეენკენი, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, მარტინ ვინტერი და სხვა სტუმრები.

კაი შელერი გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (BRH)-ს პრეზიდენტად დაინიშნა 2014 წლის 30 ივნისს და გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს რიგით მე-10 პრეზიდენტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები