კომპოზიტორი ჯემალ ადამაშვილი “პოზიციას” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შუამდგომლობას სთხოვს (ვიდეო)
ცნობილმა კომპოზიტორმა ჯემალ ადამაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციას” თხოვნით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შუამდგომლობის გაწევასთან დაკავშირებით. საკითხი ეხება საზაფხულო არდადეგების დროს მისი შვილების ანაკლიის ბანაკებში დასვენებას.
9 შვილის მამა, რომელსაც 5 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, “პოზიციას” სთხოვს თამარ სანიკიძის უწყებასთან შუამდგომლობას და იმედს იტოვებს, რომ განათლების სამინისტრო გაითვალისწინებს მისი, როგორც სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახის თხოვნას.
ჯემალ ადამაშვილს მეუღლე 10 წლის წინათ გარდაეცვალა და მცირეწლოვან შვილებს მარტო ზრდის.
“პოზიციის” ხელმძღვანელობამ უკვე მიმართა წერილით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და უწყებისგან პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება.