დამწვრობის ცენტრში გარდაცვლილი გოგონა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელია

დამწვრობის ცენტრში გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი ლიკა ფაცაციაა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ლიკა ფაცაციამ გლდანში, მე – მიკრორაიონში მომხდარი გაზის გაჟონვის შედეგად, სხეულის ძლიერი დამწვრობა მიიღო და გარდაცვალებამდე კლინიკაში მკურნალობდა.
„იუსტიციის სახლის დიდ გუნდს ხანგრძლივი სივრცის ოპერატორი ლიკა ფაცაცია გამოაკლდა. პროფესიონალი თანამშრომელი, კარგი კოლეგა და მეგობარი, მუდამ მომღიმარი და ხალისიანი ლიკას გარდაცვალება აუნაზღურებელი დანაკლისია გუნდისთვის. იუსტიციის სახლი მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ლიკა ფაცაციას ოჯახს.
ლიკა ფაცაციამ გაზის გაჟონვის გამო, კორპუსის ჩამონგრევის დროს სხეულის ძლიერი დამწვრობა მიიღო. ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას“. – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გლდანის მეექვსე მიკრორაიონის მეორე კორპუსში აფეთქება მოხდა. შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები