კახა მამულაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლეს კახა მამულაშვილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ბრალდების მხარე-პროკურატურა საქალაქო სასამართლოს მამულაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სავარაუდოდ დღის ბოლომდე მიმართავს. ამ დრომდე უცნობია თუ რა შუამდგომლობით მიმართავს ბრალდების მხარე სასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ შსს-სა და პროკურატურის თანამსრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა გუშინ დააკავა.
დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ. კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები