საქართველოს პრეზიდენტი ნატოს სამხედრო სწავლებას „Agile Spirit 2015“ დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლების “Agile Spirit 2015” მიმდინარეობასა და საასწავლო პროცესს გაეცნო.
საქართველოს პრეზიდენტი სწავლების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგს დაესწრო, რომელზეც სამეთაურო-საშტაბო სწავლების სცენარი წარადგინეს.
გიორგი მარგველაშვილმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სასწავლო უბნები დაათვალიერა და სწავლების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა. ქვეყნის პირველ პირს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა პოლკისა და მრავალეროვნული ბრიგადის მეთაურებმა სწავლების მიხედვით არსებული ვითარება გააცნეს.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი იმყოფებოდნენ. ნატო-ს სამხედრო სწავლება, რომელშიც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და 22 ივლისამდე გაგრძელდება. წვრთნების მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.

10658760_462095693958709_660118424562189239_o

10982311_462096023958676_8826807396345878775_n

11542118_462095790625366_2304282047281892496_n

11694772_462095903958688_9012247376321006802_n

11701077_462095810625364_8884113687987647140_n

11701077_462095927292019_4933734998386817441_n

11745502_462095800625365_2623378658632178896_n

11745552_462095937292018_6943570163792909210_n

11755686_462095687292043_6600158482786583319_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები