გორის მაჟორიტარი დეპუტატი ხელისუფლებას მიმართავს

ფრაქცია “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის” თავმჯდომარე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ხელისუფლებას მიმართავს. როგორც დეპუტატი აცხადებს, იმ სოფლების მიმართ, სადაც პრობლემები არსებობს მაქსიმალური ყურადღება იქნას გამოჩენილი.
სოსო ვახტანგიშვილი ინიციატივით გამოდის და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მზრუნველობის დროებითი ზონების შექმნას ითხოვს.
როგორც დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, იგი ამჟამად ხურვალეთში იმყოფება და მოსახლეობასთან მანამდე დარჩება, ვიდრე სიტუაცია მოითხოვს.
“ჩემი მიმართვა ეხებოდა მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მზრუნველობის დროებითი ზონების შექმნას. მე მივმართე საქართველოს პრემიერ-მიინისტრს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ აქ არსებული პრობლემატიკის გადასაჭრელად. უნდა აღვნიშნო, რომ დაწყებულია მათ გადაჭრაზე მუშაობა. ამასთან, ვგეგმავ, რომ ამ სოფელში გავატარო დღე მოსახლეობასთან ერთად, თუ საჭირო იქნება ხვალაც აქ ვიქნები და დავრჩები იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რადგან ვფიქრობ, რომ ის ყურადღება, რომელსაც გამოვიჩენთ მოსახლეობის მიმართ, შეუმსუბუქებს მათ აფორიაქებულ მდგომარეობას, იმ შიშსა და პანიკურ სიტუაციას, რომელიც ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალებმა აქ თავისი ანგაჟირებული მოქმედებებით შექმნეს” , – განაცხადა ვახტანგაშვილმა.
მისივე განმარტებით, გამყოფის ხაზის მიმდებარე ქართულ სოფლებში დაგროვილია საკმაოდ ბევრი პრობლემა.
“აქედან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომ შეიქმნას განსაკუთრებული მზრუნველობის დროებითი ზონები და მაქსიმალური ყურადღება იქნება მოსახლეობის პრობლემატიკისადმი მიმართული. ყველანაირი პრობლემა უნდა იქნას შესწავლილი, გაანალიზებული, მათ შორის, საჭირო იქნება ჰუმანიტარული დახმარება, არის სასმელი და სარწყავი წყლების პრობლემები, ასევე დაწყებულია გაზიფიკაციის პროგრამა, რომელიც ბოლომდე არ არის მიყვანილი. საუბარია დაწყებულის დაჩქარებაზე და დამატებითი პრობლემების გადაჭრაზე, რომლებიც რეალურად ამ სოფლებში არსებობს”, – განაცხადა ვახტანგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები