“თბილსერვის ჯგუფის” მიერ დიდუბის რაიონში ახალი კონტეინერები განთავსდა.
როგორც “თბილსერვის ჯგუფში” აცხადებენ, კომპანია თბილისის სხვადასხვა უბანში ახალი ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსებას კვლავაც გააგრძელებს.
მათი თქმით, წლის განმავლობაში სულ 5500 ცალი ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი იქნება შეძენილი და ეტაპობრივად ქალაქის ყველა უბანში დაზიანებული ურნები ახლით ჩანაცვლდება.