ხურვალეთში „თავისუფალი ზონის“ ხუთი წევრი დააკავეს

 

ხურვალეთში არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივებმა მათ პროტესტით შეხვდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

მოსახლეობასა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების განმუხტვა პოლიციამ სცადა. სამართალდამცველებმა “თავისუფალი ზონის” ხუთი წევრი დააკავეს.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 – ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც პოლიცილისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები