ვახტანგ გომელაური: როგორც ვიცით, მათ ჩამოხსნეს საქართველოს დროშა, დაკეცეს და წაიღეს

ხურვალეთის და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტების გამოჩენასთან დაკავშირებით კომენტარს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც აკეთებს.
როგორც მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სავარაუდოდ, ისინი რუსი სამხედროები იყვნენ.
“რაღაც სამუშაოები ჩაატარეს, თუმცა ბანერი არ დაუდგამთ. როგორც ვიცით, ჩამოხსნეს საქართველოს დროშა, დაკეცეს და წაიღეს. ამ დროისთვის ისინი უკვე იქ აღარ იმყოფებიან და წავიდნენ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები