გლდანის გამგეობა აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას უწევს
თბილისში, გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული III და IV სადარბაზოში მცხოვრები 39 ოჯახი გლდანის გამგეობამ სამ სასტუმროში განათავსა.
დაზარალებული მოსახლეობა გამგეობის მხიდან უზრუნველყოფილები არიან სამჯერადი კვებითა და მაქსიმალური კომფორტით.
I და II სადარბაზოს მაცხოვრებლები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. დაზიანებული კორპუსის წინ 24 საათიან რეჟიმში პატრულისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მორიგეობენ.
აღნიშნული სამსახურებისა და გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენლების მიერ უსაფრთხო ზომების დაცვით, უზრუნველყოფილი იყო III სადარბაზოს ნაკლებად დაზიანებული სახლების მეპატრონეების ოჯახებში შესვლა, რადგან გამოეტანათ პირველადი საჭიროების ნივთები.
გამგეობის წარმომადგენლები კარის გაღების პროცესს დაესწრნენ და ფოტოზე დააფიქსირეს. IV სადარბაზოში ნგრევის საშიშროების გამო შესვლა აკრძალულია.
გლდანის რაიონის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით, უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობის წყლით მომარაგება მოხდა. უსაფრთხოების მიზნით, გამაგრდა და დაიდგა სართულებსშორისი რკინის ბოძები, რაც ხელს შეუწყობს კორპუსის ავეჯისგან გატანას. მოლაპარაკების შედეგად იწყება მათი ქონების აღწერა და შეფასება, რასაც ბინების დაცლის პროცესი მოყვება.
კორპუსის სრულფასოვან აღდგენამდე, გლდანის გამგეობა დაზარალებულ ოჯახებს ეტაპობრივად უახლოეს დღეებში ქირით გაიყვანს.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, გაზის აფეთქების შედეგად, გლდანის VI მ/რ-ის II კორპუსში 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.