თელავის ბატონისციხის სარეაბილიტაციო გეგმაზე მუშაობა დასრულდა.

    თელავის ბატონისციხის კონსერვაციის და სარეაბილიტაციო გეგმაზე მუშაობა დასრულდა. დოკუმენტაცია განხილული და დამტიკიცებულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მიერ. კონსერვაციის გეგმა აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინის კვლევების საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომელიც არტიტექტორ – რესტავრატორებმა, ხელოვნების ისტორიკოსებმა, კონსტრუქტორ-ინჟინერებმა, გეოლოგმა, არქეოლოგმა, დენდროლოგმა და სოციოლოგმა ერთიანად შეიმუშავეს და რომელიც ბატონისციხის შემდგომი რეაბილტაციისა და განვითარების სახელმძღვანელო იქნება. 12 მარტს, თელავის ისტორიის მუზეუმში ერეკლე მეორის სასახლის საელჩო დარბაზში, თელავის პროფესიული საზოგადოებისთვის, ბატონისციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაკვეთით, თელავის ბატონის ციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმის შექმნაზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი სპეციალისტებთან ერთად ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა. შეგახსენებთ, რომ თელავის ბატონის ციხის კომპლექსი მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ, სხვადასხვა პერიოდისა და ფუნქციის ნაგებობებს; მათ შორის, XVII_XVIII საუკუნეების გალავანს, XVII_XVIII საუკუნეების კარის მცირე ეკლესიას, XVII_XVIII საუკუნეების სობოროს, XVII_XVIII საუკუნეების საზარბაზნე კოშკს, XIX საუკუნის შუა წლების „სახაზინო სახლს“ (სტატუსი მოეხსნა 2012 წელს და ამჟამად დანგრეულია), XVII-XVIII საუკუნეების წმიდა ნინოს ყოფილ სასწავლებელს (ამჟამად დანგრეულია), XVIII-XIX საუკუნეების სკოლას, XVIII საუკუნის აბანოს და XIX საუკუნის სამხატვრო გალერეას (ამჟამად დანგრეულია).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები