ჰიპერმარკეტ “გორგიაში” გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

წერეთლის გამზირზე მდებარე ჰიპერმარკეტ “გორგიაში” მომხდარი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებიდან სამი ობიექტის დაცვის წევრია, ხოლო დანარჩენები „გორგიას“ თანამშრომლები. ისინი თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ რომ ჰიპერმარკეტ “გორგიაში” რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს აღნიშნულის შედეგად სამშენებლო მასალები და თბოიზოლაცია დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრს ცეცხლი მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები