რეგიონალური თეატრების პირველი საერთაშორისო ფესტივალი პოლონეთის თეატრის სპექტაკლით – „ფეხსაცმელი ლანჩის ქვეშ“ გაიხსნა – ვიდეო

 

დღეს, ფოთში რეგიონალური თეატრების პირველი ფესტივალი გაიხსნა, რომელიც პოლონეთის ახალი ხელოვნების თეატრმა, რეჟისორ დარიუშ იეზიერსკის სპექტაკლით „ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ“ გახსნა. სპექტაკლი პოლონელმა რეჟისორმა და დრამატურგმა ადამ სროკამ დაწერა, თუმცა ფესტივალზე პიესის სრულიად ახალი ვერსია იყო წარმოდგენილი. სცენაზე წარმოდგენა იატაკზე და სხეულის მოძრაობით გადმოიცემოდა, რომელიც ხელოვნების და გეომეტრიის ერთგვარი ნაზავია. სპექტაკლში სცენა დეკორაციის გარეშეა და გამოყენებულია ქართული ხალხური მუსიკა.

ფესტივალის გახსნას დაესწრო საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ქალაქ ფოთის მერი, თეატრმოცდნეები, ხელოვანები და თეატრის მოყვარულები.

ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის – „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება, მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა დ ქართულ კულტურას.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.

ფესტივალს კი დღეს, 14:00 საათზე, სოხუმის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“, სპექტაკლით „ჯარისკაცი იყო ერთი…“ გააგრძელებს.

სპექტაკლის ინსცენირების ავტორი და რეჟისორი შალვა (ნუგზარ) ლორთქიფანიძეა; მხატვარი ჯეირან ფაჩუაშვილი; კომპოზიტორი და მუსიკალური გაფორმება სოფია გუბაიდულინას და მარინა სტირჩას ეკუთვნით. სპექტაკლის სცენური ვერსია XX საუკუნის მეორე ნახევრის ორი სახელოვანი ამერიკელი დრამატურგის – ალბერტ მალცისა და უილიამ საროიანის პიესებს – „ჯარისკაცი იქსი“ და „ჰეი, ვინ ხართ მანდ?!“ დაეფუძნა. გასული საუკუნის 40-იან წლებში შექმნილი დრამატურგიის ეს ნიმუშები კვლავაც აქტუალური და პრობლემურია. სპექტაკლი ასახავს ხელისუფლების სწრაფვას, ტოტალურ სიღატაკეში მყოფი საზოგადოება გადააქციოს უპიროვნო, უვნებო, აზროვნების უნარგაძარცვულ, უნებისყოფო მასად, ნებისმიერი ბრძანების მორჩილ შემსრულებლად, უუფლებო და ადვილად სამართავ მარიონეტად. დადგმაში წამოჭრილია ძალზე სერიოზული და მასშტაბური პრობლემები: პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის, პიროვნებისა და ხელისუფლების მარადიული კონფლიქტი, არჩევანისა და პიროვნებად ფორმირების თემა.

11655467_882105851838468_855910127_n

11733366_882105751838478_1745925378_n

11739651_882105698505150_1747796175_n

11749303_882105898505130_897346692_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები