მიხეილ გიორგაძე ხვალ აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლებს

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი ხვალ სამხატვრო აკადემიაში აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლებენ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებს შორის არიან აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე სევდა მამედალიევა, ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორი ჩინგიზ ალიევი, ასევე აზერბაიჯანის სამხატვრო აკადემიის რექტორი ომარ ელდაროვი და სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი სალხაბ მამედოვი.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და კომპანია “სოკარის” წარმომადგენლები.
სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სტუმრები დაათვალიერებენ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება სამხატვრო აკადემიის მუზეუმის საგანძური – XIX- XX საუკუნის 40-60-იანი წლების ქართველი და აზერბაიჯანელი მხატვრების ნამუშევრები (გ. გაბაშვილი, ე. ახვლედიანი, მ. თოიძე, შ. აბრამიშვილი, თ.აბრამიშვილი, დ. ხახუტაშვილი, ზ. სამხარაძე, დ. გაბიტაშვილი, ასევე ლუიჯი ლონგო, ვლადიმერ მაკოვსი, ტუაევი, აბაროვი, არზალეევი, ყურბანოვი, სეიფადოვი ).
ამავე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანის სამხატვრო აკადემიის რექტორისა და პროფესორებისთვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორის წოდებების მინიჭება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები