გლდანში აფეთქების შედეგად ჩამსხვრეულ მინებს რაიონული გამგეობები აღადგენენ
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გლდანში აფეთქების შედეგად ჩამონგრეული ბინების შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყება.
როგორც მერმა განაცხადა, ჩამსხვრეულ მინებს რაიონული გამგეობები უსწრაფესად აღადგენენ.
„ჩვენ მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით იმ ადამიანებს, რომლებიც დაზარალდნენ. სამწუხაროდ, მსხვერპლიდან გამომდინარე, თითოეულ ოჯახს დავუდგებით, როგორც სარიტუალო მომსახრების, ასევე მხარდაჭერის კუთხით“,-აღნიშნა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ გლდანის მე-6 კვარტლის მეორე კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გამოწვეული აფეთქება გუშინ მოხდა. აფეთქების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. ორი ახალგაზრდა გოგონა მძიმედ დაშავდა, ცოლ-ქმარი კი – მსუბუქად, რომლებსაც დღესვე სახლში გაწერენ. დაზარალებულებს შორის იყო ორსული ქალბატონიც, რომელსაც დაზიანებები არ აღენიშნებოდა, თუმცა პირად ექიმთან კონსულტაცია მაინც გაიარა.