მზეზე მომხდარმა აფეთქებებმა დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხლები გამოიწვია

მზეზე 6 და 9 ივლისს მომხდარმა აფეთქებებმა დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხლები გამოიწვია. ამერიკელმა მეცნიერებმა ამ დღეებში 11 აფეთქება დააფიქსირეს, რომლიდანაც 2 იყო ძალიან ძლიერი. ძლიერი აფეთქებების კატეგორიას მეცნიერებმა M კლასი მიანიჭეს. მათი ინფორმაციით, ორი აფეთქებიდან პირველი 30 წუთს გაგრძელდა, ხოლო მეორე – 18 წუთს.
მაგნიტური ქარიშხლები დედამიწაზე ტელე-რადიო მოწყობილობების მუშაობის შეფერხებას იწვევს. გარდა ამისა, ის საფრთხეს უქმნის გულ-სისხლძრღვთა დაავადებების მქონე ადამიანების ჯანმრთელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები