“2015 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 252 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა” (ვიდეო)
2015 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 252 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა პრემიერთან ბიუჯეტის 6 თვის შესრულების წინასწარი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
გარდა ამისა, ყავლაშვილი ამბობს, რომ საგადასახადო შემოსავლები – 76,9 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა. „ საშემოსავლო ნაწილი შესრულებულია 5,9 პროცენტის გადაჭარბებით, ხოლო თანხა 4 მილიარდ 787 მილიონ ლარს შეადგენს. საგადასახადო შემოსავლების ნაწილში, 6 თვის გეგმით, გადაჭარბება 2 პროცენტზე მეტს შეადგენს, წლიურ გეგმასთან მიმართებაში – 47 პროცენტს, ხოლო პარლამენტში ცვლილებების სახით ინიცირებულ გეგმასთან მიმართებაში – 48,4 პროცენტს, რაც მაღალი მაჩვენებელია. გეგმასთან მიმართებაში 96 პროცენტით შესრულებულია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც, რაც წლიური მაჩვენებლის 46 პროცენტია, ხოლო წინა წლების პროცენტულ მაჩვენებლებს დაახლოებით 3 პროცენტით აღემატება“,-აღნიშნა ყავლაშვილმა.