პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა – ფოტოკოლაჟი
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში, პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.
გიორგი მარგველაშვილმა თურქმენ კოლეგას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხაჩიკაშვილი, ასევე საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წარუდგინა, ხოლო გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრეზიდენტს თურქმენეთის სახელმწიფო დელეგაციის წევრები გააცნო.
დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოსა და თურქმენეთის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.
დღესვე, საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პრეზიდენტის სასახლეში ჯერ პირისპირ და შემდეგ გაფართოებული ფორმატით შეხვდებიან, რის შემდეგაც სახელმწიფოთა ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება და ორი ქვეყნის ლიდერები მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია