კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ეწვია. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლიტველ სტუმარს სამხედრო სასწავლებელში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იმყოფებოდა ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. ლიტველმა დიპლომატმა კადეტთა ლიცეუმის მსმენელებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექცია „ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზა – მიღწევები და გამოწვევები“ წაიკითხა.
ლექციის შემდეგ ლინას ლინკევიჩიუსმა მსმენელების შეკითხვებსაც უპასუხა. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ახალგაზრდებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გამართული საჯარო ლექცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოწვევით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები