ქართველი სამხედროები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობენ

საქართველოს შეარაღებული ძალების ქვედანაყოფები სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სტიქიის პირველივე წუთებიდანვე ჩაერთო.

ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა წყნეთის ქუჩის, ვერეს ხეობაში მდებარე პოლიციის შენობისა და „მზიურის“ ჩასასვლელის მიმდებარე ტერიტორიებს ასუფთავებს. ქართველი სამხედროები მაშველთა ჯგუფს დაზიანებული და ჩაძირული ტექნიკის ამოყვანაშიც ეხმარებიან. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოზიდულია სპეციალური ტექნიკა – 15 ერთეული სატვირთო თვითმცლელი მანქანა, 3 ერთეული ექსკავატორი და 2 ერთეული თვითმტვირთავი. 4 ერთეული ტრაქტორი კი ნაპირსამაგრ სამუშაოებშია ჩართული.

სოფელ ახალდაბაში დილიდან განაახლა მუშაობა IV მექანიზებული ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ. სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივ მოსახლეობას სახლებისა და სახლებამდე მისასვლელი გზების გაწმენდაში ეხმარებიან. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი და IV მექანიზებული ბრიგადების პირადი შემადგენლობა სვანიძის ქუჩაზე ასრულებს გაწმენდით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. საინჟინრო ბრიგადა კი ზოოპარკის ტერიტორიაზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები