ლიტერატურული სპექტაკლი, რომელიც ქართულ- ებრაულ ურთიერთობებს მიეძღვნება

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მარტი-აპრილი-მაისის თვეში, 7 მუნციპალიტეტში (მარტვილი, სენაკი, ქუთაისი, სურამი, სამტრედია, მცხეთა) ლიტერატურული სპექტაკლი „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს“ გაიმართება. პროექტის ფარგლებში პირველი სპექტაკლი 12 მარტს სამტრედიაში, ებრაელთა მუზეუმში დაიდგმება და ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26 – საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნება. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პროგრამის ,,რეგიონებში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა და წახალისება” ფარგლებში და ინიცირებულია რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები