ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური დაზარალებულ ვეტერანს ეძებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საზოგადოებას მოუწოდებს მიაწოდოს ინფორმაცია დაზარალებული ვეტარანების შესახებ – ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
“თუკი გაქვთ რაიმე ინფორმაცია სტიქიისგან დაზარალებული ვეტერანების შესახებ, გვაცნობეთ „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ნომერზე – 2 48 16 26. დაზარალებულთათვის სათანადო დახმარებისა და მომსახურეობის გაწევის მიზნით გამოყენებული იქნება ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი. მობილიზებულები არიან გამგეობებიც, მოგვაწოდონ ინფორმაცია შესაძლო დაზარალებულის თაობაზე”, – ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები